ბელგოროდში 1.5 ტონიანი ბომბი ჩამოვარდა, რომლითაც ხარკივი უნდა დაებომბათ

ერთ-ერთი ვერსიით, ბელგოროდში რუსული CУ-34-ისგან შეცდომით ჩამოვარდნილი საავიაციო ბომბით რუსეთის არმია ხარკოვის დაბომბვას გეგმავდა. 

საუბარია 1.5-ტონიან საავიაციო ბომბაზე, რომელიც განკუთვნილია მიწისქვეშა სამიზნეებისთვის - ბუნკერებისა და სარდაფების ასაფეთქებლად, როგორც ჩანს სწორედ ამიტომ არ მოხდა მისი დეტონაცია მიწის ზედაპირზე. 

ამგვარი ტიპის ბომბებს შეუძლიათ მანევრირება და საკმაოდ ზუსტია, მათი რადიუსი სხვადასხვა მონაცემებით 70 კილომეტრს აღწევს, რაც რუსულ ავიაციას საშუალებას აძლევს უკრაინის მოსაზღვრე რაიონები საზღვრის გადაკვეთის გარეშე დაბომბოს. ყველაზე ხშირად ასეთი ტიპის ბომბებს რუსეთის ხარკივის მიმართულებით იყენებს. 

კონტექსტი

ბელგოროდში მომხდარი შემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული ავიაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მსხვილი ინციდენტია. შესაძლოა საუბარი იყოს ФАБ-1500 ტიპის ავიაბომბაზე, რომლის მოდიფიკაციაც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსმა ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

საყურადღებოა ისიც, რომ CУ-34 ტიპის თვითმფრინავებთან დაკავშირებული პირველი ინციდენტიც - გასული წლის ოქტომბერში რუსეთის ქალაქ ეისკში ამ ტიპის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი. 

აქედან დაახლოებით ერთ კვირაში CУ-30 ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ირკუტსკში 2-სართულიანი სახლის თავზე ჩამოვარდა. 

მსგავსი სიახლეები