რუსეთში სირიის არმიის სხვადასხვა დანაყოფიდან 300-მდე სამხედრო ჩავიდა, რომლებიც უკრაინაში გადასროლამდე წვრთნებს გადიან, წერს New York Times-ი დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით
უკრაინულმა ძალებმა რუსული საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს ჩერნიჰივის სამხრეთით მდებარე სოფლები სლობოდა და ლუკაშოვკა, რომლებიც კიევისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობენ
„ნათელია, რომ პუტინმა [უკრაინაში] ვითარება სწორად ვერ გათვალა. მან უკრაინელი ხალხის მზაობა, წინ აღუდგნენ აგრესიას, ვერ დაინახა", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის შეფი