11 აპრილს ბატალიონმა "ვასტოკმა" 92 ოკუპანტი და 1 ვერტმფრენი გაანადგურა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოპერატიულ-ტაქტიკური ბატალიონის ვასტოკის მებრძოლებმა 92 ოკუპანტი და 4 ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Українська правда ავრცელებს

"11 აპრილს რუსეთის ფაშისტურმა ძალებმა 1 შეტევა განახორციელეს. ჩვენმა დაჯგუფებამ საარტილერიო ცეცხლით დაამუშავა რუსი ფაშისტების ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეკრების ადგილას",- ნათქვამია დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბატალიონის ინფორმაციით ბოლო 24 საათში ასევე განადგურებულია: 1 ტანკი, 3 ჯავშანტრანსპორტიორი, 3 საარტილერიო სისტემა, 1 ვერტმფრენი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი. 

 

მსგავსი სიახლეები