13 მაისს, 4 საფრენი აპარატის ჩამოვარდნის დროს 8 რუსი პილოტი მოკვდა

13 მაისს, ბრიანსკის ოლქში რუსეთის-საჰაერო კოსმოსური ძალების ერთდროულად 4 საფრენი აპარატის, 2 გამანადგურებლისა და 2 ვერტფრენის კატასტროფაში 8 რუსი პილოტი მოკვდა. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელებში რუსი პილოტების ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ნეკროლოგებიდან ხდება ცნობილი. დადგენილია ერთ-ერთი პილოტის ვინაობაც. საუბარია ბრიანსკის ოლქში ჩამოვარდნილი Ми-8-ს პილოტი მაქსიმ სავჩენკოა. 

ცნობილია, რომ CУ-35-ის კატასტროფის ადგილას 1 მფრინავის ცხედარი იპოვეს. მაღალი ალბათობით პირველად სწორედ აღნიშნული CУ-35 ჩამოვარდა. 

ქალაქ კლინციში ერთ-ერთ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას 3 პილოტის ცხედარია აღმოჩანილი. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ბორტზე იმყოფებოდა მაქსიმ სავჩენკოც. ამდენივე პილოტის ცხედარი იპოვეს მეორე ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე სტაროდუბსკის რაიონში. 

კიდევ ერთი შემთხვევა იმავე სტაროდუბსკის რაიონის სოფელ, ისტოვკასთან - აქ ВКС-ის CУ-34 ჩამოვარდნა. ადგილზე აღმოაჩინეს 1 პილოტის ცხედრის ნარჩენები. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე კატასტროფასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუვრცელებია. 

კონტექსტი 

ბოლოს ამაზე მეტი საფრენი აპარატი ერთ დღეში რუსეთმა გასული წლის აგვისტოში, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე საკის აეროდრომზე მომხდარი თავდასხმის დროს დაკარგა. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მაშინ რუსეთმა 8 საფრენი აპარატი დაკარგა, თუმცა ამჯერად ზიანი უფრო დიდია, ვინაიდან დაიღუპნენ პილოტებიც. 

 

 

მსგავსი სიახლეები