შავი დღე რუსეთის ავიაციისთვის - რა მოხდა ბრიანსკში

13 მაისის დილა რუსეთის ავიაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე გახდა - დროის მცირე მონაკვეთში ბრიანსკის ოლქში 2 სამხედრო ვერტმფრენი და 2 გამანადგურებელი ჩამოვარდა. 

ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ 1 ვერტმფრენის კატასტროფას ადასტურებს, თუმცა გავრცელებული ვიდეოების ანალიზისა და ვერიფიკაციის საშუალებით დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია განადგურებულ 4 საფრენ აპარატზე. 

ამდენივე თვითმფრინავზე წერენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები და სახელმწიფო საინფორმაციო რესურსები. ამავე წყაროების ცნობით, საფრენი აპარატის ყველა პილოტი დაიღუპა. 

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 2 ვერტმფრენისა და 2 თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებს ანალიტიკური პროექტი OSINT Oryx.

რა ვიცით 

თავდაპირველად ქალაქ ბრიანსკის ტელეგრამ არხებში გავრცელდა Ми-8 ტიპის ვერტფმრენის კატასტროფის კადრები. მალევე ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა ТАСС-მა - საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაიღუპა 2 პილოტი. BAZA-ს ცნობით, ვერტმფრენში 3 სამხედრო იმყოფებოდა და ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით ავიაკატასტროფა დაადასტურა ბრიანსკის ოლქის ბუგერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა.

აქედან ცოტა ხანში, Z-ტელეგრამ არხებში გავრცელდა ცნობები იმავე ტიპის მეორე ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ვერტმფრენი სოფელ ვოლკუსტიჩისთან, სტაროდუბსკის რაიონში ჩამოვარდა. მალევე გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს დაზიანებული ვერტმფრენი, რომელიც სწრაფად კარგავს სიმაღლეს. არსებული ცნობებით, ამ ვერტმფრენში 3 სამხედრო იმყოფებოდა და სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. 

უკვე ამის შემდეგ TACC-მა გაავრცელა ცნობები CУ-34-ის ჩამოვარდნის შესახებ. სააგენტო იტყობინებოდა, რომ შემთხვევა უკრაინის საზღვრის მახლობლად მოხდა. წყაროების ცნობით, პილოტები ადგილზე დაიღუპნენ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსული თვითმფრინავი ქალაქ სტაროდუბთან, უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში ჩამოვარდა. 

ყველაზე გვიან გავრცელდა ცნობები CУ-35-ის ჩამოგდების შესახებ. შემთხვევა იმავე რაიონში სოფელ შკრიაბინოსთან მოხდა. მალევე გავრცელდა კადრები, რომელზეც დამწვარი CУ-25-ის ფუზილიაჟი ჩანს. წყაროს ცნობით დაღუპულია 1 პილოტი. 

ჩასაფრება ჰაერში 

გამოცემა Коммерсантъ-ის ცნობით, თვითმფრინავები თითქმის ერთდროულად მოხდა. წყარო იუწყება, რომ ოთხივე საფრენი აპარატი ერთ საავიაციო დაჯგუფებაში შედიოდა, რომელიც უკრაინაში, კერძოდ კი ჩერნიჰივის ოლქში საავაციო დარტყმებისთვის ემზადებოდა.

ასეთი ოპერაციებისას ვერტმფრენები დაზღვევის ფუნქციას ასრულებს, სწორედ მათ უნდა გამოიყვანონ პილოტი, თუ თვითმფრინავს მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩამოაგდებენ. ბაზირების აეროდრომზე ამ საავიაციო დანაყოფის არცერთი აპარატი არ დაბრუნებულა. 

ერთ-ერთი ვერსიით ჩამოვარდნილი ვერტმფრენები არა ჩვეულებრივი Ми-8, არამედ Ми-8МТРП იყო. ეს სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენია, რომელიც აღჭურვილია რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობებით. აღნიშნულმა სისტემამ რადიო ტალღების მეშვეობით მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ხარვეზები უნდა გამოიწვიოს. 

ამავე წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ვერტმფრენის კადრებზე დაკვირვებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩამოვარდნამდე ვერტმფრენს რაღაც ხვდება, ხოლო ობიექტის ფრენის ტრაექტორიით ეს შესახებ ჰაერ-ჰაერი კლასის რაკეტა ყოფილიყო. 

წყაროს ცნობით, შესაძლოა რომ რუსეთის-საჰაერო კოსმური ძალების თვითმფრინავები ე.წ. საჰაერო ჩასაფრებში აღმოჩნდნენ, რასაც წინ უძღოდა მათ ტრაექტორიაზე დაკვირვება და ზუსტი ადგილმდებარეობის გამოთვლა.

მიუხედავად ამისა გაურკვეველია თუ კონკრეტულად რა გახდა კატასტროფის მიზეზი. ბრიანსკის ოლქის პოლიციაში განგაში გამოცხადდა - ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეებს ეძებენ როგორც ხმელეთზე, ასევე, ჰაერში. 

დივერსიული ჯგუფები, უკრაინის ჰსთ და საავიაციო რაკეტები

მომხდარის მიზეზის შესახებ 3 ვერსია ვრცელდება - ერთ-ერთი ვერსიის თანახმად შესაძლოა საქმე გვქონდეს საავიაციო რაკეტების ეფექტურ გამოყენებასთან. კერძოდ საუბარია AIM-120A/B/C-ის ტიპის საავიაციო რაკეტებზე. ამ ვერსიის სასარგებლოდ შესაძლოა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ უკრაინამ გასულ კვირას რამდენიმე МиГ29 მიიღო. ამ საბჭოთა გამანადგურებლებს შეუძლიათ AIM-120A/B/C-ის ტიპის რაკეტების ტარება, მათი მოქმედების რადიუსი 70 კილომეტრს აღწევს. 

კიდევ ერთი ვერსიით რუსული საფრენი აპარატები შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედმა დივერსიულმა დაჯგუფებებმა ამერიკული მობილური თავდაცვის სისტემებით ჩამოაგდეს. საუბარია Stinger-ებზე. 

მესამე ვერსიით საქმე გვაქვს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურ მოქმედებასთან. ამ ვერსიით, ЗСУ-მ მობილური სისტემები რუსეთის საზღვრისკენ გადაიწია, ამან კი შესაძლებელი გახადა საფრენი აპარატების რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოგდება. საუბარია C-300-ის ტიპის მობილურ დანადგარებზე, რომელთა მოქმედების რადიუსიც 200 კილომეტრს აღწევს. 

კონტექსტი 

ბოლოს ამაზე მეტი საფრენი აპარატი ერთ დღეში რუსეთმა გასული წლის აგვისტოში, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე საკის აეროდრომზე მომხდარი თავდასხმის დროს დაკარგა. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მაშინ რუსეთმა 8 საფრენი აპარატი დაკარგა, თუმცა ამჯერად ზიანი უფრო დიდია, ვინაიდან დაიღუპნენ პილოტებიც. 

 

მსგავსი სიახლეები