უშაკოვისა და დმიტრიევის სატელეფონო საუბარი - სრული ტექსტი

გამოცემა Bloomberg-მა აქვეყნებს საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველის, იური უშაკოვისა და რუსეთის სუვერენული ფონდის პრეზიდენტის, კირილ დმიტრიევის სატელეფონო საუბრის ტექსტს. 

აღნიშნული საუბარი, ცოტა ხნით ადრე სტივ უიტკოფისა და იური უშაკოვის უკვე სკანდალურ სატელეფონო საუბარს მოყვა. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ სატელეფონო საუბრის ქართულ თარგმანს:

_________________________________________________


უშაკოვი: 
ალო. 

დმიტრიევი: იური ვიქტოროვიჩ

უშაკოვი: დიახ, კირილ ალექსანდროვიჩ, მე უკვე ყველაფერი გავგზავნე. ხვალ გავაგრძელებთ საუბარს იქ. 

დმიტრიევი: შესანიშნავია, შესანიშნავია, დიახ, დიახ. მე საუდის არაბეთში გავფრინდი, მაგრამ მე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ ეს ძალიან კარგი გზაა წინსვლისთვის. 

უშაკოვი: ნუ, ჩვენ მაქსიმუმი გვჭირდება, რას ფიქრობ, როგორ გგონია, სხვანაირი მოთხოვნების გადაცემას რა აზრი აქვს?

დმიტრიევი: ნახეთ, მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ქაღალდი ჩვენი პოზიციიდან დავწეროთ და უბრალოდ არაფორმალურად გადავცემ, ასევე განვუმარტავ, რომ ეს არაფორმალურია, ხოლო მათ შეიძლება ისე გადააკეთონ თითქოს მათი შექმნილია. მაგრამ მე ვფიქრობ ისინი ჩვენს ვერსიას სრულად არ აიღებენ, მაგრამ ყველაზე უარეს შემთხვევაში ეს ძალიან ახლოს იქნება ჩვენს პოზიციებთან. 

უშაკოვი: ზუსტად მაგაშია საქმეა, რომ შესაძლოა არ აიღონ ჩვენი ვერსია, ხოლო იტყვიან, რომ ეს ჩვენთან შეთანხმებულია. ზუსტად ამის მეშინია. 

დმიტრიევი: არა, არა, არა. ზუსტია, ამიტომ მე თქვენთან ერთად, როგორც თქვენ იტყვით სიტყვა-სიტყვით იმავეს გავუმეორებ. 

უშაკოვი: მათ შემდეგ შესაძლოა გადაასხვაფერონ ყველაფერი და ამაზე მორჩება. არსებობს ასეთი საშიშროება, კარგით, არაფერია, ვნახოთ.

დმიტრიევი: დიახ, მე უბრალოდ მგონია რომ ასეა. და რა თქმა უნდა, მოგვიანებით თქვენ შეგიძლიათ ამ დოკუმენტზე სტივს დაელაპარაკოთ. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს აკურატულად გავაკეთებთ. 

უშაკოვი: (ვერ გაარჩევ) 

დმიტრიევი: უზარმაზარი მადლობა თქვენ, იური ვიქტოროვიჩ, უზარმაზარი მადლობა, მადლობა, ნახვამდის. 

[საუბარი წყდება]

მსგავსი სიახლეები