130 სახელმწიფო მხარს უჭერს გლობალურ მინიმალურ მოგების გადასახადს
ხუთშაბათს ასზე მეტმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საერთაშორისო საგადასახადო ჩარჩოს, რომელიც მოიცავს მინიმალურ მოგების გადასახადს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
OECD-ს და დიდი ოცეულის წევრი 130 ქვეყნის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ 15%-იან გლობალურ მინიმალურ გადასახადს კორპორაციებისთვის.
განცხადება ვენეციაში, დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრას მოჰყვა.
OECD-ს ქვეყნების ერთობლივ განცხადებას ჩინეთი და ინდოეთი შეუერთდა. ამ ქვეყნებს ბევრი ექსპერტი პოტენციურად შეთანხმების მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა, თუმცა საბოლოოდ ისინი ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ.
შეთანხმებას არ შეუერთდა ირლანდია, სადაც მოგების გადასახადი ძალიან დაბალია.
OECD-ს განცხადებით, გლობალური მოგების გადასახადის დაწესების დეტალური გეგმა ოქტომბერში გამოქვეყნდება. ორგანიზაციის წევრების ერთობლივ განცხადებას პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმა.