1962 წლის შემდეგ პირველად საფრანგეთის სენატმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას, ეს 1962 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
განიხილებოდა ორი ინიციატივა მარინ ლეპენისა და მემარცხენეების "ახალი სახალხო ფრონტისგან" - გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა, მთავრობის გადადგომისთვის აუცილებელი იყო 288 ხმა.
ამგვარად პრეზიდენტი მაკრონი იძულებელია მიიღოს პრემიერ, მიშელ ბარნიეს კაბინეტის გადადგომა, ხოლო ქვეყანას დროებითი მთავრობა უხელმძღვანელებს.
კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის, აუცილებელია წინა არჩევნებიდან მინიმუმ 1 წელი იყოს გასული. წინა საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთის ივლისში ჩატარდა, ამგვარად 2025 წლის ზაფხულამდე ქვეყანას დროებითი მთავრობა უხელმძღვანელებს.
ბოლო ასეთი შემთხვევა საფრანგეთში 1962 წელს მოხდა, როდესაც უნდობლობა გამოუცხადეს ჟორჟ პომპიდუს მთავრობა.
უთანხმოების მიზეზი ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ წარმოქმნილი უთანხმოებები გახდა.
ბარნიეს მთავრობის მხრიდან არაერთი კომპრომისის მიუხედავად, საბოლოოდ ლეპენის პარტიამ და მემარცხენე ალიანსმა ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. პრემიერ-მინისტრმა კონსტიტუციის 49.3 მუხლით გათავვალისწინებულ პროცედურას მიმართა, რომელიც გულისხმობას კანონის მიღებას პარლამენტის ქვედა პალატაში კენჭისყრის გარეშე.
საპასუხოდ მემარცხენეები და ლეპენის პარტია, რომელთაც ჯამში ხმების ნახევარზე მეტი აქვთ, მთავრობის უნდობლობის პროცედურის ინიცირებით დაემუქრა.
კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს მიმართა მიშელ ბარნიემ, რომელმაც განაცხადა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები მთავრობის დაშლით არ მოგვარდებოდა - "მე ვერ მივიღებ, რომ ინსტიტუციონალური დესტაბილიზაცია ის მიზანია, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აერთიანებს."
კონტექსტი
ბარნიეს სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად ქვეყანას თითქმის 3 თვე დასჭირდა და საბოლოოდ მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში დამტკიცდა.
პრემიერის პოსტზე მემარჯვენე რესპუბლიკელის, მიშელ ბარნიეს დასახელებამდე მაკრონს კონსულტაციები ჰქონდა ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
ბარნიეს კანდიდატურამ ლეპენის პარტიის უკმაყოფილება გამოიწვია - პარტიაში მიიჩნევდნენ, რომ მიღებული მანდატების რაოდენობიდან გამომდინარე მთავრობა მათი პარტიის წევრს უნდა შეექმნა.
უკმაყოფილოები იყვნენ მემარცხენე ალიანსშიც, სადაც უკვე 8 ოქტომბერს დააინიცირეს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, თუმცა მაშინ ლეპენის პარტიამ ახალი სახალხო ფრონტის წინადადებას მხარი არ დაუჭირა. 4 დეკემბერს კი ულტრა-მემარჯვენეები მემარცხენე ალიანსის პროტესტს შეუერთდნენ.
პოლიტიკური კრიზისის გამწვავების პარალელურად გაჩნდა მოწოდებები ემანუელ მაკრონის გადადგომის მოთხოვნებიც. თავის მხრივ მაკრონი გადადგომის შესაძლებლობას გამორიცხავს - "ამას არ აქვს აზრი, ეს არის უღირსობა, მე თქვენს წინაშე იმიტომ ვდგავარ, რომ მე ორჯერ ამირჩია ფრანგმა ხალხმა"- განაცხადა საუდის არაბეთში ვიზიტით მყოფმა მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტმა 3 დეკემბერს.