19 წლის შემდეგ პირველად იაპონიამ კურილიის კუნძულებს ოკუპირებული უწოდა

2003 წლის შემდეგ იაპონიამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად დოკუმენტში, კურილიის კუნძულები ოკუპირებულად გამოაცხადა.  დიპლომატიის ლურჯ წიგნშიასევე აღნიშნულია, რომ კუნძულები იაპონიის განუყოფელი ნაწილია. 

ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ "კურილიის კუნძულები უკანონოდ ოკუპირებულია" - ამგვარი ფორმილირება დოკუმენტში ბოლოს 2003 წელს გამოიყენეს.

გასულ წლებში ლურჯ წიგნში კურილიის კუნძულები იაპონიის საკუთრებად იყო გამოცხადებული. ამასთანავე, 2011 წლიდან დოკუმენტში არ ფიგურირებდა ფორმულირება, რომ "კუნძულები იაპონიის განუყოფელი ნაწილია". 

ცვლილება რუსეთსა და იაპონიას შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე მოსალოდნელი იყო. იაპონიამ მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. რუსეთმა იაპონია არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაშიც შეიყვანა. 

უკრაინის ირგვლივ ესკალაციის ფონზე, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, იაპონიის პრემიერმა განაცხადა, რომ იაპონია კურილიის კუნძულებს ოკუპირებულად მიიჩნევს და ქვეყანა არასდროს იტყვის უარს მასზე. 

დიპლომატიის ლურჯი წიგნი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი დოკუმენტია, რომელშიც აღწერილია იაპონიის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები და გლობალური უსაფრთხოების გარემო. დოკუმენტი პირველად 1957 წელს გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები