2021 წელს უკრაინამ უცხო ქვეყნის 33 აგენტი გამოავლინა

 

2021 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების 33 აგენტი გამოავლინა, რომლებიც სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდნენ, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია 2 თებერვალს, СБУ-ს პრესსამსახურმა გაავრცელა.  

"საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შექმნეს სადაზვერვო ქსელი და შეიმუშავეს დახურული საკომუნიკაციო არხები. გამოძიების დროს დამნაშავეებს აღმოაჩნდათ კომპიუტერული ტექნიკა, სხვა ელექტრონული საშუალებები და დანაშაულებრივი ქმედებების სხვა მტკიცებულებები", - ნათქვამია უკრაინული სპეცსამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, უშიშროების სამსახურმა 26 უცხოელი გამოავლინა, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობაში - მათ ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

"მასშტაბური სპეცოპერაციების დროს განეიტრალდა ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოქმედი არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების 35 წევრი. დადგინდა, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში უკრაინის არმიის წინააღმდეგ." - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები