2022 წლიდან ფრანგი ექთნები ყოველთვიურად დამატებით €100-ს მიიღებენ
ინტენსიური მკურნალობის განყოფილებებში დასაქმებული ფრანგი ექთნები მომავალი წლიდან ყოველთვიურად 100 ევროს ოდენობით პრემიას მიიღებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.
პრემიას ქვეყნის მასშტაბით 24 000 ექთანი მიიღებს. კასტექმა განცხადება კრეტეილში, სამხრეთ-აღმოსავლეთ პარიზში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გააკეთა.
საფრანგეთის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები პანდემიისას რამდენიმეჯერ გაიფიცნენ. მათ ექთნებისა და ზოგადად, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი გააპროტესტეს.
საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს მონაცემებით, საავადმყოფოებში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის გამო ხუთიდან ერთი საწოლი გამოუყენებელია.
ქვეყანაში კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის გავრცელების ფონზე მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა და სწრაფი ტესტების გაყიდვა გააფართოვა, რათა მეტმა ადამიანმა გაიკეთოს.