2024 წელს ტრამპის კენჭისყრას ამერიკელების 53% ეწინააღმდეგება
ამერიკელების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2024 წელს მეორე ვადით პრეზიდენტად კენჭი აღარ უნდა იყაროს.
13-14 ოქტომბერს Hill-HarrisX-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, რესპონდენტების 47% ემხრობა ტრამპმა მეორე ვადით იყაროს კენჭი, 53% კი ეწინააღმდეგება.
რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების 77% ტრამპის მეორე ვადით კენჭისყრას მხარს უჭერს, წინააღმდეგი კი მხოლოდ 23%-ია.
საპირისპიროდ, 2024 წელს ტრამპის კენჭისყრას დემოკრატების 77% და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 56% ეწინააღმდეგება.
ონლაინ ჩატარებულ კვლევაში 895 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცდომილების ზღვარი 3.3%-ია.