24 საათში იერუსალიმში მეორე ტერაქტი მოხდა - თავდამსხმელი 13 წლის პალესტინელია
ბოლო 24 საათში იერუსალიმში მეორე ტერაქტი მოხდა - ამჯერად თავდამსხმელი 13 წლის პალესტინელია.
Jerusalem Post-ის ინფორმაციით, დაჭრილია 2 ადამიანია. დაიჭრა მოზარდიც, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაპატიმრებულია და სამედიცინო დახმარებას იღებს.
პოლიციის ინფორმაციით თავდასხმა ირ-დავიდის უბანში მოხდა, ხოლო თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის მაცხოვრებელია.
27 იანვარს იერუსალიმში მდებარე ერთ-ერთი სინაგოგაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც მოკლულია 10 და დაჭრილია 20 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ასევე, აღმოსავლეთ იერუსალიმის მაცხოვრებელია.
კონტექსტი
ტერაქტებს იერუსალიმსი წინ უძღოდა ისრაელის სპეციალური დანაყოფების მიერ იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში განხორციელებული რეიდი, რომლის შედეგადაც 9 მოკლულია 9 პალესტინელი.
ისრაელის ინფორმაციით, სპეციალური დანაყოფები ჯენინის მიგრანტთა ბანაკში ისლამური ჯიჰადის მებრძოლების დაპატიმრების სპეცოპერაციას ატარებდნენ. ოპერაციას წინ უძღოდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბანაკში მყოფი ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრები ეთნიკური ებრაელების წინააღმდეგ ტერაქტებს ამზადებდნენ.
ისრაელელი სამხედროები ბანაკში ფარულად, სურსათის გადამზიდი სატვირთოებით შევიდნენ. სამხედროების მიახლოებას ისლამური ჯიჰადის მებრძოლთა ადგილსამყოფელთან ცეცხლის გახსნა მოყვა.
ჯერჯერობით უცნობია, მოკლულ 9 პალესტინელს შორის რამდენი იყო ისლამური ჯიჰადის წევრი, პალესტინელების ინფორმაციით დაღუპულებს შორის არის 60 წლის ქალიც.
ისრაელის ცნობით, მოკლულია ისლამური ჯიჰადის 3 მებრძოლი. თავის მხრივ ჰამასი აცხადებს, რომ 9 მოკლულიდან 4 მათი მებრძოლი იყო. სხვადასხვა ცნობებით დაჭრილია 20 პალესტინელი.
მომხდარს ისრაელის მიერ მოწყობილი სასაკლაო უწოდა პალესტინური ადმინისტრაციის ლიდერის პრესსამსახურმა.
მიმდინარე წელს ისრაელის მიერ ჩატარებულ სპეცოპარაციებს ჯამურად 28 პალესტინელი ემსხვერპლა. გასულ წელს ებრაელებზე გახშირებული თავდასხმების შემდეგ, ისრაელის სპეცსამსახურები დასავლეთ ნაპირზე შესამჩნევად გააქტიურდნენ.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მზად არიან ღაზას სექტორიდან სარაკეტო დაბომვბისთვის.