31 ოქტომბერს რუსებმა უკრაინას $760 მილიონის რაკეტებით და დრონებით შეუტიეს - Forbes
უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა, რომელიც რუსულმა ჯარებმა 31 ოქტომბერს განახორციელეს, დამპყრობლებს დაახლოებით 760 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ეს შეფასება 1 ნოემბერს "Forbes Украина"-მ გამოაქვეყნა.
გამოცემის ექსპერტებმა გამოიყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 31 ოქტომბერს რუსებმა უკრაინის მიმართულებით 55 ფრთოსანი რაკეტა X-101, 22 საზენიტო რაკეტა C-300, ერთი საავიაციო რაკეტა X-59 და ხუთი დრონი გაისროლეს.
გაანგარიშებისთვის Forbes-მა გამოიყენა შემდეგი ხარჯთაღრიცხვა: X-101 რაკეტა - $13 მილიონი, საზენიტო რაკეტა C-300 - $2 მილიონი, სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები X-59 რაკეტასთან ერთად - დაახლოებით $1 მილიონი. ჯამში 31 ოქტომბერს გასროლილი ყველა რაკეტისა და კამიკაძე დრონის ღირებულება დაახლოებით 760 მილიონი დოლარი იყო.