4 ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ამ კვირას ევროკავშირში განიხილავენ

ბრიუსელში ორშაბათი კარგი სიახლით დაიწყო, რადგანაც ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში არმიის გადამდგმარმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა. 

მისი მეტოქე მილიარდერი ანდრეი ბაბიში იყო, რომლის პოზიციებიც უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს არადემოკრატიული მმართველების ხედვებს, რაც ძირიტადად "ომში ჩათრევის" ნარიტვზე არის აწყობილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის ძალაუფლება მეტწილად ცერემონიალურია, პაველის ამ გამარჯვებას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

ახლა კი გთავაზობთ ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მიმდინარე კვირის დღისწესრიგიდან.

ევროკავშირი-უკრაინის სამიტი

3 თებერვალს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში გაემგზავრებიან, რათა სამიტში მონაწილეობა მიიღონ. 

ფონ დერ ლაიენთან ერთად, დელეგაციაში 26 ევროკომისარი იქნება, რათა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა. 

ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, გაერთიანების წევრ ქვეყნებს არ აქვთ საბოლოო პოზიცია, თუ რა მასშტაბით წინსვლის პერსპექტივას შეპირნდენ კიევს. მაგალითისთვის, პოლონეთი და ბალტიური სახელმწიფოები, ამ პროცესის აჩქარებას მოითხოვენ, თუმცა მსგავსი პოზიცია შესაძლოა არ ჰქონდეთ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ მთავრობაში. 

ევროკავშირმა უკრაინას უკვე გადაურიცხა 3 მილიარდიანი დახმარება, ხოლო დარჩენილი 15 მილიონი მიმდინარე წლის განმავლობაში გადაირიცხება. 

ასევე, სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 500 მილიონ ევროიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

სამიტის წინ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები საბჭოსა და კომისიას საკუთარ მოთხოვნებსა და მოლოდინებს გააცნობენ. 

სავარაუდოა, რომ დღისწესრიგში იქნება სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხი, რომელიის მიზანსაც ომის დანაშაულებში რუსი მაღალჩინოსნების მონაწილეობის დაადგენა წარმოადგენს.

შრომითი უფლებები

31 იანვრის სხდომაზე ევროპარლამენტარები შრომითი უფლებბეის შესახებ იმსჯელებენ. დღისწესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ახალი წესების მიღება იქნება, რაც ციფრულ პლათფორმებზე მომუშავე ადამიანების უფლებებს გააუმჯობესებს. 

ინიციატივა თავშესაფრის სტატუსზე 

სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტის წევრები ოთხშაბათს გასამართ სხდომაზე საკუთარ პრიორიტეტებს წარმოადგენენ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხზე. 

ხოლო მოგვიანებით, 9-10 თებერვალს, ევროპული საბჭოს ფარგლებში დაგეგმილია ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ ამ საკითხის განხილვა.

ყურადღება მიექცევა საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ემიგრანტების უკან გაბრუნების მეთოდის გამარტივებას გულისხმობს. 

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ წელს ევროკავშირში 330,000 ათასი ადამიანი შევიდა, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ამ საკითხის გარდა, დღისწესრიგში იქნება ავღანეთში მიმდინარე მოვლენები, რაზეც ჟოზეფ ბორელი ისაუბრებს. 

პოლიტიკური დებატები

ოთხშაბათისა და ხუთშაბათის სხდომაზე დებატები გაიმართება საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით, რათა ევროპარლამენტის არჩევნები უფრო მეტად გამჭირვალე გახდეს. 

საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ მეტი ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ხელისუფლების წევრებისთვის.

ცალკე განიხილება რეკლამის განთავსების საკითხი, რომელზეც შესაძლოა ახალი რეგულაცია დაწესდეს. ინიციატივისთვის მხარდაჭერის შემთხვევაში, ონლაინ რეკლამის კომპანიებს დემოგრაფიულ ჯგუფებზე ე.წ micro-targeting აეკრძალებათ.

 

მასალა მომზადებულია EUobserver-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები