600 ჩეხი მოხალისე ომში უკრაინის მხარეს ჩაერთვება
600 ჩეხი მოხალისე პრეზიდენტ ზემანს სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს, რათა ისინი უკრაინის მხარეს ომში ჩაერთონ.
ჯერ კიდევ 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ზემანი და პრემიერი პიოტრ ფიალა შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველებს გაათავისუფლებდნენ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რასაც ადგილობრივი კანონმდებლობა სხვა ქვენის ტერიტორიაზე და ან სხვა სახელმწიფოს არმიასა თუ გასამხედროებულ დანაყოფში მონაწილეობისთვის ითვალისწინებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გასცეს ოფიციალურ ბრძანებას პრეზიდენტი ზემანი. გასულ წლებში ჩეხეთში რამდენიმე მკაცრი განაჩენი გამოუტანეს მოქალაქეებს, რომლებიც 2014-2015 წლებში დონბასის ე.წ. აჯანყებაში ჩაერთნენ.