7000$ ღაზიდან გამოყვანაში: ეგვიპტელი შუამავლები ომით მდიდრდებიან

ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ტუროპერატორებისა და ბროკერების ქსელი, ღაზის სექტორიდან პალესტინელების გაყვანის სანაცვლოდ, ათასობით დოლარს ითხოვს. 

OCCRP-ის გამოძიების თანახმად, რაფას საზღვრის გადაკვეთა, რაც ერთადერთი გზაა ეგვიპტეში მოსახვედრად, მომგებიანი ბიზნესი გახდა ომით გამდიდრების მსურველებისთვის. 

უფრო კონკრეტულად: შუამავლების საშუალებით, პალესტილენებს ღაზიდან თავის დაღწევისთვის 4,100-დან 9,200 ევრომდე გადახდა უწევთ, ხოლო იგივე სერვისი, ღაზის სექტორში მყოფი ეგვიპტელებისთვის,მ დაახლოებით 1000 ევრო ჯდება. 

ერთ-ერთი ასეთი ეგვიპტური სააგენტო "Hala Consulting and Tourism"-ის სახელით არის ცნობილი, რომლის დამფუძნებელიც კავშირშია ეგვიპტურ უსაფრთხოების სამსახურებთან. 

15 ადამიანიდან, რომელსაც OCCRP-ის წარმომადგენლები და პარტნიორები გაესაუბრნენ, მხოლოდ ორმა შეძლო წარმატებით საზღვრის გადალახვა და თითოეულ მათგანს, ეს ნებართვა 4,500$ დაუჯდათ, ხოლო სამი ადამიანი ამბობს, რომ ფულის გადახდის შემდეგ, ისინი მოუტყეს და ეგვიპტეში გადასვლა ვერ მოახერხეს. დანარჩენები თანხების მოგროვებას სხვადასხვა გზით - ოქროს გაყიდვით, ნათესავებისგან ფულის სესხებით თუ ინტერნეტში ფულის თხოვნით ცდილობენ. 

გამოკითხულთა შორის არის რაშა იბრაჰიმი, რომლის თქმითაც, მისი ხუთ სულიანი ოჯახის ღაზიდან გამოყვანაში, შუამავლებმა  40,000$ დოლარი მიიღეს.

ამ გზით ფულის შოვნა, რომ დოვლათიანი საქმეა, იმითიც ჩანს, რომ ღაზიდან გაყვანაზე რეკლამები ინტერნეტ სივრცეში უხვად ჩნდება.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ზუსტად ვერ შეძლეს იმის დადგენა, თუ როგორ ახერხებენ შუამავლები, ასე სწრაფად ნებართვის მიღებას, თუმცა რაფას საზღვარზე მყოფი მესაზღვრეების კორუფციული აპეტიტი და შელახული რეპუტაცია, სურათის წარმოდგენის საშუალებას ნამდვილად იძლევა. 

ოფიციალური საქმიანობის პარალელურად არსებული სქემები, რომელიც აქამდეც არსებობდა, ომის დროს განსაკუთრებით მომგებიანი გახდა, რადგანაც ეს არის ერთადერთი სასაზღვრო პუნქტი, რომლის გავლითაც ღაზის სექტორის დატოვებაა შესაძლებელი.

როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობა არ გაუშვიათ ომით გამდიდრების მსურველებს, რომლებიც ამ გზით  ხელებს ითბობენ. 

მსგავსი სიახლეები