აფეთქება სტამბოლში: დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულების რაოდენობა ზუსტდება

სტამბოლში, ისთიქლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაღუპულების რაოდენობა კი ზუსტდება. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

აფეთქების მიზეზი უცნობია.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან. 

ამავე ქუჩაზე აფეთქება 2016 წელს მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 36 დაშავდა.

მასალა განახლებადია.

მსგავსი სიახლეები