აფრიკის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი კიევსა და სანქტ-პეტერბურგს ეწვევა
მომავალ კვირას აფრიკის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი კიევსა და სანკტ-პეტერბურგს ეწვევა, რათა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდეს. ამ ინფორმაციას 7 ივნისს ორგანიზაცია Brazzaville Foundation ავრცელებს.
ქვეყნები უმასპინძლებენ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ კირილ რამაფოსას, კომორის ლიდერს და აფრიკის კავშირის პრეზიდენტს აზალი ასუმანს, კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტ დენის სასოუ ნგესოს, უგანდის პრეზიდენტ იოვერი მუსვენს, სენეგალის პრეზიდენტ მაკი სალს და ზამბიის პრეზიდენტ ჰაკაინდი ჰიჩილემუს.
ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლოა აფრიკის სხვა სახელმწიფოების მეთაურებს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი შეუერთდეს.
16 ივნისს, ლიდერები შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო 17 ივნისს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
ამ პროცესში შუამავლის ფუნქციას ფრანგი ბიზნესმენი ჟან-ივ ოლივიე ასრულებს, რომელსაც სურს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში წვლილი შეიტანოს.