აღკვეთილია ზელენსკის, ბუდანოვის და მალიუკის ლიკვიდაცია - СБУ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, მათ აღკვეთეს პრეზიდენტ ზელენსკის, სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილ ბუდანოვის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციას წარმოადგენდა.

ოპერაციის ფარგლებში დაკავებული იქნა უკრაინის სახელმწიფო დაცვის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის პირად უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

“ФСБ-ის აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ამოცანა სამხედროებში შემსრულებლების პოვნა იყო, რომლებიც პრეზიდენტის დაცვაში მყოფ პირებთან დაახლოებულნი იქნებოდნენ და პრეზიდენტის მძევლად აყვანასა და ლიკვიდაციას შეძლებდნენ“ - აცხადებს СБУ.

უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, კირილ ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე იგეგმებოდა და გეგმა შემდეგნაირი იყო: „თავდაპირველად, გადმობირებულ აგენტს სამიზნეზე თვალთვალი უნდა ეწარმოებინა, შეესწავლა გადაადგილების ტრაექტორიები და ეს ინფორმაცია მტრისთვის უნდა გადაეცა. შემდეგ კი, ჩინოვნიკის სახლის კოორდინატებზე სარაკეტო იერიშის მიტანა იგეგმებოდა“.

უკრაინული მხარე, პრეზიდენტის, სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების უფროსების მკვლელობის გეგმაში ბრალს რუსეთს სდებს. ოფიციალურ კრემლს ბრალდებაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები