ხამინეის და: ვგმობ ჩემი ძმის პოლიტიკას, გუშაგებს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ

ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერის და - ბადრი ჰოსეინი ხამენეი, გმობს საკუთარი ძმის მოქმედებებს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებს, უარი თქვან რეჟიმის მსახურებაზე. 

ამის შესახებ, საუბარია ბადრი ჰოსეინი ხამენეის წერილში, რომელიც მისმა შვილმა, მაჰმუდ მორადხანი გამოაქვეყნა. თავად მაჰმუდ მორადხანი უკვე წლებია, რაც პოლიტიკური დევნილია და საფრანგეთში ცხოვრობს. 

ბადრი ჰოსეინი ხამენეი მრავალი წელია, ირანის რეჟიმის მწვავე კრიტიკოსია - მისი ქმარი, ოპოზიციურად განწყობილი, გავლენიანი მოძღვარი და მქადაგებელი იყო. გასულ კვირას, პროტესტების მხარდაჭერის გამო, დააპატიმრეს ბადრი ხამენეის ქალიშვილი - ფარიდე მორადხანი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, ირანის რეჟიმთან, ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებდა. 

"ვფიქრობ, საჭიროება მოითხოვს, ღიად განვაცხადო, რომ ვგმობ ჩემი ძმის მოქმედებებს. თანავუგრძნობ დედებს, რომლებიც გლოვობენ ისლამური რესპუბლიკის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ჯერ კიდევ ხომეინის დროიდან, დღევანდელ ეპოქამდე",- ნათქვამია ალი ხამენეის დის წერილში. 

ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები, მიმდინარე კვირის განმავლობაში 3-დღიან მასშტაბურ გაფიცვების აანონსებენ და ეკონომიკის ყველა სფეროში დასაქმებულ ირანელებს, პროტესტში ჩართულობისკენ მოუწოდებენ. 

მასშტაბური გაფიცვის გეგმის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ზნეობის პოლიციის გაუქმების შესახებ წინააღმდეგობრივი ცნობები გავრცელდა.  

თეირანში გამართულ რელიგიური კონფერენციაზე, ირანის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამად ჯაფარ მონთაზერიმ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ზნეობის პოლიციას არაფერი აქვს საერთო იუსტიციის სამმართველოსთან, ხოლო ამ დანაყოფის დამფუძნებელმა სახელმწიფო უწყებამ, მორალის პოლიციის გაუქმება გადაწყვიტა. 

მიუხედავად იმისა, რომ ზნეობის პოლიციის გაუქმების შესახებ, დასავლურმა მედიამაც აქტიურად დაწერა, ამ დრომდე, ეს ცნობები, ისლამური რესპუბლიკის არცერთ სახელმწიფო უწყებას, ოფიციალურად არ დაუდასტურებია. 

თავის მხრივ აღსანიშნავია ისიც, რომ ირანული კანონმდებლობის მიხედვით, ზნეობის პოლიცია იუსტიციის საბჭოსგან ყოველთვის დამოუკიდებელი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, ამ დრომდე არ დაუდასტურებია. 

თავის მხრივ, ზნეობის პოლიციის გაუქმების შესახებ გავრცელებული ცნობების დადასტურების შემთხვევაშიც, კვლავ ძალაში რჩება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონი, რომლის გაუქმების გეგმასთან დაკავშირებითაც, არაფერია ცნობილი. 

კონტექსტი

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირა, თითქმის 3-თვიანი საპროტესტო დემონსტრაციების პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება - გაფიცვის პარალელურად, 7 დეკემბერს, დაგეგმილია საპროტესტო მიტინგი აზადის მოედანზე, სადაც ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის სტუდენტებისადმი მიმართვაა ჩანიშნული.

ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, თითქმის 3 თვეა, რაც მიმდინარეობს. 

საპროტესტო დემონსტრაციებზე დაიღუპა 430 მოქალაქე, ხოლო დაპატიმრებულია 17,000-ზე მეტი. თავდაპირველად, ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები, ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნებმა ჩაანაცვლა. 

ირანი საპროტესტო დემონსტრაციების პროვოცირებასა და დაფინანსებაში საუდის არაბეთს და აშშ-ს ადანაშაულებს. თავის მხრივ, ეს ირანის რეჟიმის მიერ გამოცდილი მეთოდია. 

ცოტა ხნის წინ ირანის მეჯლისმა, რომელსაც არ აქვს სასჯელის დაკისრების უფლება, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, საპროტესტო აქციებისთვის დაპატიმრებული 15 ათასივე მოქალაქე, სიკვდილით დაესაჯა. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სასიკვდილო განაჩენი, მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიტანეს. 

რა არის წარმოადგენს ზნეობის პოლიცია

ზნეობის პოლიცია, ირანში, ულტრა-კონსერვატორი, მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის წლებში შეიქმნა და მისი ოფიციალური მიზანი,
"მოკრძალების და ჯიჰაბის კულტურის გავრცელება იყო." ზნეობის პოლიციის პირველი დანაყოფები ირანის ქუჩებში 2006 წელს გამოჩნდა.

ჰიჯაბის ტარება ქალებისთვის სავალდებულო 1983 წელს, ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხომეინის ინიციატივით გახდა. 

თავის მხრივ, ზნეობის პოლიციის დანაყოფები, ქუჩებში, ძირითადად მწვანე ფორმაში გამოწყობილი კაცებისგან შედგება, ხოლო ზნეობის პოლიციის ქალი თანამშრომლები, შავი ჩადრებით გამოდიოდნენ, რომელიც სრულად ფარავს ზედა ტანს. 

ზნეობის პოლიციის როლი წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა საკითხი, ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო. განსხვავებული იყო მიდგომები, სხვადასხვა პრეზიდენტების მმართველობის დროს. 

მაგალითად, ჩაცმის წესები შესამჩნევად შეიცვალა რეფორმისტი პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის მმართველობის წლებში, როდესაც ირანის ქუჩებში, ქალებს ჯინსით და მოშვებული თავსაფრით გამოსვლა შეეძლოთ. 

ჰასან როუჰანის შემცვლელმა, ებრაჰიმ რაისიმ, მიმდინარე წლის ივლისში, ჰიჯაბის სავალდებულო წესის აღსრულების გამკაცრება მოითხოვა. 

მიუხედავად ამისა, ირანელი ქალები ხშირად უარს ამბობდნენ რეპრესიული კანონის ზედმიწევნით აღსრულებაზე, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი, ქვეყნის დიდ ქალაქებში იყო. 

მსგავსი სიახლეები