ალიევი: წელს იტალიისთვის გაზის მიწოდებას გავზრდით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გეგმებზე ისაუბრა. ამ თემაზე ილჰამ ალიევმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუიჯი დი მაიოსთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული Interfax ავრცელებს

"სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი იტალიის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია - იტალიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 95% სწორედ აზერბაიჯანზე მოდის. ძალიან კარგი რიცხვებია თითქმის 10 მილიარდი დოლარი გასულ წელს. დარწმუნებული ვარ მიმდინარე წელს ეს რიცხვები გაიზრდება აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ზრდის ფონზე"- განაცხადა ალიევმა. 

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი იტალიისთვის გაზის სიდიდით მესამე მიმწოდებელია. მისი თქმით, ამის მიღწევა გაზსადენის სისტემის - "სამხრეთ საგაზო კორიდორის" მეშვეობით მოხერხდა.

მილსადენების დასახელებული ქსელის მეშვეობით გაზი საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში მიედინება - ალბანეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. 

მსგავსი სიახლეები