ალჟირმა ფრანგულ თვითმფრინავებს მის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა
ალჟირმა ფრანგულ თვითმფრინავებს მის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა სავიზო რეჟიმზე უთანხმოებას და ალჟირზე საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარებს მოჰყვა.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დილით აღმოაჩინეს, რომ მათ ალჟირის საჰაერო სივრცის გამოყენება არ შეეძლოთ. არმიის სპიკერმა, პოლკოვნიკმა პასკალ იანიმ განაცხადა, რომ ეს მათ პრობლემებს არ შეუქმნის საჰელში სპეცოპერაციებისა და სადაზვერვო მისიების შესრულებაში.
ალჟირმა შაბათს საფრანგეთიდან ელჩი გამოითხოვა და ემანუელ მაკრონი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
Le Monde-ის ცნობით, მაკრონმა თქვა, რომ ალაჟირს "სამხედრო-პოლიტიკურმა სისტემამ სრულად გადაწერა" ისტორია ისე, რომ "რეალობას არ ეფუძნება და ეს დისკურის ეფუძნება საფრანგეთის ზიზღს."
მაკრონის საპასუხოდ ალჟირის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის "იმ ადამიანების ხსოვნაზე შეტევა, ვინც ალჟირის დამოუკიდბლობისთვის იბრძოდა."
დაპირისპირება საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც ალჟირის, მაროკოსა და ტუნისის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შემცირდა, რადგან ისინი უარს ამბობენ არალეგალი მიგრანტების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებაზე.