ამერიკა ბელარუსში საელჩოს ხურავს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბელარუსში აშშ-ს საელჩო ოპერაციებს აჩერებს, ხოლო მოსკოვში ამერიკელ დიპლომატებს უფლებას აძლევს ნებაყოფლობით დატოვონ რუსეთი.

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწვეტილება უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას მოჰყვა.

"ჩვენ ამ ნაბიჯს უსაფრთხოების საკითხის გამო ვდგამთ, რაც რუსეთის უკრაინაში უკანონო ინტერვენციის შემდეგ გამწვავდა," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსკოვში ამერიკის საელჩოდან თანამშრომლების და მათი ოჯახების ნებაყოფლობით ევაკუაციას მისცა ავტორიზაცია.

 

მსგავსი სიახლეები