ამერიკა ირანს რამდენიმე სანქციას უხსნის

ხუთშაბათს ამერიკამ ირანს სანქციების ნაწილი მოუხსნა. შესაძლო მიზეზად ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა სახელდება.

სანქციები მოეხსნა კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობენ ქიმიური პროდუქტებით და ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ყოფილ მაღალჩინოსანს.

“არანაირი კავშირი არ არსებობს” სანქციების მოხსნასა და მოლაპარაკებებს შორის, აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

სანქციების მოხსნა მოჰყვა ამერიკელი, ჩინელი, ევროპელი და ირანელი დიპლომატების მიერ მოლაპარაკებების განაცხლებას ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე.

“ეს არ არის ირანულ ნავთობის საქტორზე ფართო სანქციების მოხსნა,” - თქვა ამერიკის ხაზინის სპიკერმა.

იმავე დღეს ამერიკამ ახალი სანქციები დაუწესა ირანთან დაკავშირებული იემენელი ჰუსიტების ქსელს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები