ამერიკამ და ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი დააწესეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარად ბარელზე 60 დოლარი დააწესეს. ამ ინფორმაციას ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები 1 დეკემბერს ავრცელებენ.

ასევე შეთანხმებულია ფასის ჭერის ადაპტაციის მექანიზმი - ის საბაზრო ღირებულებაზე 5 პროცენტით დაბლა უნდა იყოს შენარჩუნებული.

პოლონეთი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით. იგი მიიჩნევს, რომ ეს ზღვარი ძალიან მაღალია და მოლაპარაკებების დროს მოითხოვა, რომ მაქსიმალური ფასი ბარელზე 30 დოლარამდე შემცირებულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო 5 დეკემბრიდან ამოქმედდება.

ფასის ზღვარს ადგენენ მხოლოდ შეერთებული შტატები და ევროკავშირი, მაგრამ რეალურად სხვა ქვეყნები ვერ შეძლებენ რუსული ნავთობის მაქსიმალურ ფასზე მაღალი ღირებულებით ყიდვას, რადგან ტანკერებს არ შეეძლებათ დააზღვიონ მსოფლიოს უმსხვილესი მზღვეველები და რუსულ ნავთობს მსოფლიოში ყველაზე დიდი საბერძნეთის ტანკერების ფლოტით ვერ გადაიყანენ.

მსგავსი სიახლეები