ამერიკამ პირველად დაუშვა რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა პირველად დაუშვა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მან 10 მაისს განაცხადა.
სააგენტო წერს, რომ საუბარია რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევზე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ის 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, მას ბრალი დასდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმში სეპარატიზმის ხელშემწყობი რუსების დაფინანსებაში.
გარლანდმა აღნიშნა, რომ მალოფეევის ანგარიშიდან მილიონობით დოლარის კონფისკაცია მოხდა.
გენერალური პროკურორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შეერთებული შტატების მიერ უკრაინის აღდგენისთვის ჩამორთმეული რუსული სახსრების პირველი გადარიცხვა, ეს "უკანასკნელი არ იქნება."
3 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პროკურატურას შეეძლო მალოფეევის კუთვნილი 5.4 მილიონი დოლარის კონფისკაცია.
Reuters-მა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ბრძანება რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 2022 წელს შექმნა ჯგუფი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადემერ პუტინთან დაახლოებული პირების ფინანსების კონფისკაციაზე მუშაობდა.