ამერიკამ უკრაინას 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა

 

14 ნოემბერს უკრაინამ ამერიკული სამხედრო დახმარების მეოთხე ნაწილი მიიღო, რომლის ღირებულებაც 60 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ კიევში აშშ-ს საელჩოს ფეისბუქ-გვერდი იუწყება.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიევში 80 ათასი კილოგრამის შეიარაღება ჩაიტანეს. 

"ეს არის ამერიკის დამატებითი სამხედრო დახმარების მეოთხე ნაწილი, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი დოლარია, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინას აგვისტოში დაჰპირდა. ეს არის წარმატებული, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერის დემონსტრირება." - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

2014 წლიდან უკრაინამ ამერიკისგან უსაფრთხოების სფეროში ჯამში 2,5 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.

მსგავსი სიახლეები