ამერიკაში ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

დონალდ ტრამპის თქმით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაპატიმრებულია, ტრამპი ამბობს, რომ დაკავებული ვინაობის დეტალებს სამართალმცავი უწყებები მოგვიანებით გაავრცელებენ. 

ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ის სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ეჭვმიტანილის დაკავება მისი ოჯახის წევრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხერხდა. 

  • "ძალიან მაღალი თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლელი დაპატიმრებულია. იმედი მაქვს მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ"- განაცხადა ტრამპმა. 

  • გამოცემა Axios-ის წყაროები გამოძიების ფედერალურ ბიუროში ამბობენ, რომ თითქმის 100%-ით არიან დარწმუნებულები, რომ დაკავებული ნამდვილად მკვლელია. 

ჩაშლილად: NBC-ის ცნობით, დაპატიმრებული 22 წლის ტაილერ რობინსონია. სამართალდამცავი უწყებები ეჭვმიტანილს თითქმის 48 საათის განმავლობაში ეძებდნენ. 

  • ეჭვმიტანილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის FBI-მ 100 ათასი დოლარის ჯილდო დააწესა. 

კონტექსტი:  დონალდ ტრამპის მხარდამჭერი MAGA მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და ახალი ამერიკული მემარჯვენე მედია ეკოსისტემის გავლენიანი ფიგურა, ჩარლი კირკი 10 სექტემბერს იუტას ველის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლის მსვლელობისას მოკლეს. 

  • თავდასხმის ამსახველი კადრების მიხედვით კირკი ყელის არეში დაიჭრა - ის ტიმპანაგასის საავადმყოფიში შეყვანიდან დაახლოებით 1 საათში გარდაიცვალა. 

სიღრმისეულად: "დამიმტკიცე, რომ ვცდები"- რით იყო ცნობილი ჩარლი კირკი და რა მოჰყვება მის მკვლელობას

 

მსგავსი სიახლეები