ამერიკელები ჩინეთს მთავარ მტრად მიიჩნევენ - Gallup
ამერიკელები ჩინეთს მსოფლიო ასპარეზზე აშშ-ის მთავარ მტრად მიიჩნევენ.
Gallup-ის კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 50% თვლის, რომ ქვეყნის "უდიდესი მტერი" ჩინეთია, ხოლო 32% - რუსეთი.
ჩინეთს ამ გამოკითხვაში მკვეთრი ზრდა აქვს.
2020 წლის 22%-იდან ჩინეთის შედეგი 2021 წელს 45%-მდე მას შემდეგ გაიზარდა, რაც COVID-19-ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
თებერვლის განმავლობაში ჩატარებული Gallup-ის კვლევა დაემთხვა ჩინეთის სათვალთვალო ბუშტის ჩამოგდებას, რომელიც რამდენიმე დღე დაფრინავდა შეერთებულ შტატებში.
იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამერიკის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს, 2020 წლის 23%-დან 2022 წელს 32%-მდე გაიზარდა. 2023 წელს ეს რიცხვი იგივეა.
პარტიების მიხედვით დემოკრატები ამერიკის ყველაზე დიდ მტრად უფრო მეტად რუსეთს მიიჩნევენ - 53% რუსეთს ასახელებს და 30% - ჩინეთს. რესპუბლიკელებში კი შედეგი საპირისპიროა, მხოლოდ 12% ასახელებს რუსეთს და 76% - ჩინეთს.