ამერიკელი კონგრესმენები ტაივანის პრეზიდენტს შეხვდნენ
ხუთშაბათს ტაივანს ხუთი ამერიკელი კონგრესმენი ეწვია, რომლებიც კუნძულის პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენს შეხვდნენ.
დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლების ვიზიტის მიზანს ტაიპეისთვის „უდრეკი მხარდაჭერის“ გამოხატულება იყო, - განაცხადა ტაივანში ამერიკის ინსტიტუტმა - კუნძულზე შეერთებული შტატების არაოფიციალურმა წარმომადგენლობამ.
„ტაივანში ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეებისთვის მიმართ აშშ-ს ერთგულების დასადასტურებლად ჩამოვედით. ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფლების და უსაფრთხოების მხარდაჭერა ჩვენი საზიარო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა მარკ ტაკანომ.
წელს ტაივანს ამერიკული დელეგაცია მესამედ ეწვია.
კონგრესმენების ვიზიტს პეკინის გაღიზიანება მოჰყვა. ჩინეთი კუნძულოვან დემოკრატიას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და სხვა ქვეყნების მიერ ტაიპეისთან დიპლომატიური ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ტაივანის მთავრობა მომავალ კვირაში ჩანიშნულ „დემოკრატიის სამიტზეც“ მიიწვია, რომელიც მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს მოუყრის თავს.
ბოლო დროს ტაივანის სრუტეში ჩინეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურ სამხედრო მოქმედებებს ატარებენ.
პეკინი აცხადებს, რომ 2024 წლამდე ტაივანის „სამხედრო ინტერვენციის გზით“ შემოერთების შესაძლებლობას განიხილავს.