ამერიკის სარდლობა: კონფლიქტი უკრაინაში შესაძლოა წლები გაგრძელდეს
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე კონფლიქტი შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
ამის შესახებ შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის მეთაურმა მარკ მილიმ სენატში გამოსვლისას ისაუბრა.
მარკ მილის თქმით, აშშ-მ უნდა განიხილოს და უნდა გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა ევროპის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე.
მარკ მილი სენატორებს ესაუბრა ახალი ბაზების საჭიროებაზეც, მისი თქმით, აშშ-ს აღმოსავლეთევროპელი პარტნიორები მზად არიან თავად დაფარონ ამერიკული ჯარების განთავსების ყველანაირი ხარჯები.
უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე საუბრისასა მილიმ განაცხადა: "ვერ ვიტყვი ათწლეულებზე, მაგრამ ამ დროისთვის არსებული ვითარებით კონფლიქტი რამდენიმე წელი ნამდვილად გაგრძელდება."
მარკ მილის თქმით, ამის ფიქრის საფუძველს მას რუსეთის პოზიცია აძლევს, რომელიც მთავარ პრობლემად რეგიონში ნატოს ძალების ყოფნას ასახელებს. ასეთ შემთხვევაში, გენერლის აზრით, შესაძლოა მივიღონ მრავალწლიანი კონფლიქტი, რომელიც უკრაინასაც გაცდება.