"რუსეთი უკრაინაში ვერასდროს გაიმარჯვებს" - ბაიდენის გამოსვლის მთავარი აქცენტები
"კიევიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, ის დგას, ის ძლიერია და რაც მთავარია ის თავისუფალია",- ამ სიტყვებით გახსნა საკუთარი გამოსვლა პოლონეთში.
ეს ომის დაწყების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტის მეორე მიმართვაა, რომელიც სწორედ პოლონეთიდან გაჟღერდა - რეალპოლიტიკა გთვაზობთ აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლის მთავარ აქცენტებს.
- ჯო ბაიდენის თქმით, ომის გაჩაღებით ვლადიმირ პუტინს უკრაინის ფინეთიზაცია სურდა, თუმცა მიიღო "ფინეთის ნატოიზაცია".
- ბაიდენის თქმით, პუტინს იმედი აქვს, რომ დასავლეთი დაიღლება, მაგრამ ის ცდება - "ჩვენ არ ვიტყვით უარს უკრაინის მხარდაჭერაზე, ნატო არ გაიხლიჩება და ჩვენ არ დავიღლებით",- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა
- აშშ-ს პრეზიდენტმა ღია ტექსტით განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ვერ გაიმარჯვებს - "სისასტიკე ვერასდროს გასტეხს თავისუფლებისკენ სწრაფვას. უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის, არასდროს."
- მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმაც განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინაშე - "არავის აქვს უფლება თვალი აარიდოს ამ დანაშაუელბს, ეს შემზარავია, შემზარავი".
- აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა მიმართვას რუსეთის მოსახლეობის მიმართ - ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთი არასდროს გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას და მის დაშლას. "ეს ომის არასდროს ყოფილა აუცილებლობა, ეს არის ტრაგედია. ომი ვლადიმირ პუტინმა აირჩია, ომის ყოველი მომდევნო დღე ვლადიმირ პუტინის არჩევანია."
- ამავდროულად ბაიდენმა გააფრთხილა რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოებზე თავდასხმისგან - "არ შეგეპაროთ ეჭვი ამერიკის ერთგულებაში მოკავშირეებისა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მიმართ
- სიტყვის მიწურულს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მომდევნო წელს აშშ ნატოს საიუბილეო სამიტს უმასპინძლებს
- ჯო ბაიდენის სიტყვა პოლონეთის ხელისუფლებისა და პოლონელი ხალხის მიმართ უკრაინის მხარდაჭერის გამო გადახდილი მადლობით დასრულდა.