არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ეროღანმა მასშტაბური სუბსიდიების შესახებ გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მისი მთავრობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტროენერგიის გადასახადს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვისაც. 

მოახლოებული არჩევნების ფონზე, ეს ერდოღანის მორიგი მცდელობაა დააშოშმინოს მაღალი ინფლაციითა და ცხოვრების გაზრდილი საფასურით შეწუხებული მოსახლეობა. 

ერდოღანის გადაწყვეტილებით აპრილში ინდივიდუალური აბონენტების ელექტროენერგიის ქვითრებს 15%-ს სახელმწიფო დაასუბსიდირებს, ხოლო ბიზნესების შემთხვევაში 20%-ს. 

კონტექსტი

სუბსიდიების ახალი პაკეტით თურქეთის პრეზიდენტი ცდილობს თურქეთიბისთვის ცხოვრების გაზრდილი საფასურის ტვირთვი შეუმსუბუქოს. თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამ ეკონომიკური პრობლემების მიზეზი თავად ერდოღანის არაორთოდოქსული მონეტარული პოლიტიკაა. 

ერდოღანის მიერ მაღალი საბაზისო განაკვეთებისთვის გამოცხადებული ბრძოლის ფარგლებში, თურქეთი ინფლაციამ ბოლო ათწლეულების მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. გაზრდილია როგორც პირველადი მოხმარების პროდუქციის, ასევე ქირის და საცხოვრებლის ღირებულება. 

ეკონომიკური წარუმატებლობა უარყოფითად აისახა ერდოღანის პირად რეიტინგზე, რომელიც 14 მაისს ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. მარტში თურქეთის ოპოზიციური ალიანსი, ე.წ. ექვსთა მაგიდა ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჩერდა - ერდოღანის მთავარი კონკურენტი, თურქი ქემალისტების გამოცდილი ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ იქნება. 

მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო კამპანია 6 თებერვალს მომხდარი დამანგრევი მიწისძვრის საკითხით იქნება განსაზღვრული, რომელმაც 50 ათასი მოქალაქე იმსხვერპლა. 

გასული წლის თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთის სამომხმარებლო ფასები 55%-ით არის გაზრდილი. 2021 წლიდან მოყოლებული ამერიკულ დოლართან შედარებით თურქული ლირა 60%-ით არის გაიაფებული. ფინანსური ქაოსის საფრთხის ფონზე თურქეთმა რამდენიმე ინსტიტუციურმა ინვესტორმა დატოვა. 

თავის მხრივ, ერდოღანი ინფლაციის დაბალანსებას სახელმწიფოს სუბსიდიებისა და ხელფასების ზრდით ცდილობს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქეთში მინიმალური ხელფასის მოცულობა 55%-ით არის გაზრდილი. ხელფასები გაიზარდა საჯარო სექტორში და გაიაზარდა სახელმწიფო პენსიებიც. 

ეკონომიკური ჩავარდნების მიუხედავად ერდოღანი კვლავ ინარჩუნებს მოსახლეობის კეთილგანწყობას თურქეთის უფრო მეტად რელიგიურ ნაწილებში. 

მთავარი ოპოზიციური კანდიდატი, ქილიჩდაროღლუ მოსახლეობას პირდება, რომ ქვეყანაში ორთოდოქსულ და გამოცდილ მონეტარულ პოლიტიკას დააბრუნებს. ოპოზიციურ ალიანსის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება თურქეთის კვლავ საპარლამენტო რესპუბლიკად ტრანსფორმაციაა. 

ოპოზიციურმა ალიანსმა სერიოზული მხარდაჭერა მიიღო გასულ კვირას, როდესაც ეთნიკური ქურთების უმსხვილესმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ უარი თქვა საკუთარი კანდიდატის წამოყენებაზე, რაც ქილიჩდაროღლუს მხარდაჭერას ნიშნავს. HDP თურქეთის სიდიდით მესამე პოლიტიკური ჯგუფია. 

 

მსგავსი სიახლეები