არესტოვიჩი: მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა ახლა შეუძლებელია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში თქვა, რომ დღეს დონეცკის რეგიონში მარიუპოლის სამხედრო გზით დებლოკირება შეუძლებელია.
"ვერცერთი უკრაინული ჯარი ვერ გაივლის რუსული თვითმფრინავების ჯვარედინი დარტყმების ქვეშ როსტოვის რეგიონიდან და ყირიმიდან. ტერიტორიას, რომელზეც ჩვენმა ჯარმა უნდა გაიაროს, ამჟამად რუსული ავიაცია აკონტროლებს", - განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, მარიუპოლში ვითარება ირიბად შეიძლება შემსუბუქდეს.
"რუსულ ჯარებს მომარაგება შეუწყდა ყირიმი-მელიტოპოლის რკინიგზის დაზიანების გამო. მეორეც, ბერდიანსკის პორტზე [ზაპოროჟიეს რეგიონი] მოხდა თავდასხმა, მათ შეწყვიტეს საზღვაო გზით მომარაგება. მესამე, ჩვენი ვერტმფრენები გაფრინდნენ იქ, გამოიყვანეს დაჭრილები, შეიტანეს საბრძოლო მასალა და სხვა ტექნიკა, სანამ ვერტმფრენი არ ჩამოაგდეს და ჩვენი მებრძოლები ტყვედ არ ჩაიგდეს, რის შემდეგაც მარშრუტი მტრისთვის გახდა ცნობილი და ამის გამეორება ახლა შეუძლებელია", - თქვა არესტოვიჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სარდლობა "შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებს აქტივობებს" ზაპოროჟიეს რეგიონში, რათა მოკვეთოს დამპყრობლები მარიუპოლიდან.