არესტოვიჩი: ოკუპანტები მიკოლაევისკენ წინსვლას ცდილობენ
რუსეთის საოკუპაციო ჯარები ცდილობენ ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიაღწიონ. ამის შესახებ 20 აპრილს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
"რაც შეეხება ხერსონის მიმართულებას, მტერი, როგორც მე მესმის, ოპერაციის ახალი ხელმძღვანელის, გენერალ დვორნიკოვის ძლიერი ხელმძღვანელობით - მე უბრალოდ სიცილი მახრჩობს - ცდილობს მიაღწიოს ხერსონის ოლქის საზღვრებს, მიუხედავად იმისა, რა მდებარეობს მარჯვენა სანაპიროზე მიკოლაევისკენ", - თქვა ორესტოვიჩმა.
მისი განმარტებით, ოკუპანტები დაბომბავენ მიკოლაივის რეგიონს, რათა აიძულონ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეებრძოლონ მტრის არტილერიას - "მოძებნონ ისინი, მაგრამ არ შეუტიონ."
"მაგრამ ჩვენ ვატარებთ ცალკეულ, ფრთხილ, დაბალანსებულ, მაგრამ ტაქტიკურ მოქმედებებს იქ, რათა დავამარცხოთ მტრის დაჯგუფება [მდინარის] მარჯვენა სანაპიროზე", - თქვა არესტოვიჩმა.
ნიკოლაევის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის თქმით, რუსული ჯარები ქალაქიდან 20-30 კმ-ის მანძილზე არიან განლაგებული.