არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა 1 ნოემბერს Интерфакс-Украина-ს განუცხადა, რომ ის შეეცდება უკრაინის პრეზიდენტი გახდეს.
"დიახ, მე კენჭს ვიყრი," - ციტირებენ მას ჟურნალისტები.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ მან თავისი საარჩევნო პროგრამა სოციალურ ქსელებში (Telegram-ზე) გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავდა წინადადებებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო და სხვა რეფორმების შესახებ.
ტექსტში ნახსენებია 14 სფერო, რომლებიც არესტოვიჩის აზრით უნდა შეიცვალოს.
მე-5 პუნქტში ნათქვამია: "ფრონტზე ჩვენ სტრატეგიულად თავდაცვაში ვართ. თავდაცვის ძალებში საკადრო პოლიტიკას ადამიანებზე ორიენტირებული გახდება: მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, მეტი სპეციალისტის აღზრდის მიზნით. შეცცვლით მობილიზაციის სისტემას: დავიწყებთ რეზერვის წინასწარ მომზადებას და მობილიზებულთა როტაციას. კაცებს მივცემთ საზღვარგარეთ წასვლის უფლებას, იმ პირობით, რომ გაწვევის შემთხვევაში დაბრუნდებიან."
2022 წლის ზაფხულში, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში, არესტოვიჩმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტად კენჭს იმ შემთხვევაში იყრიდა, თუ რაიმე მიზეზით, სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ვადით არ იყრიდა კენჭს.
ზელენსკიმ 2023 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ის მეორე ვადით კენჭს იყრის, თუ უკრაინაში ომი არ დასრულდება.