არიზონას გუბერნატორის არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატი დამარცხდა

დემოკრატიულ პარტიის კანდიდატმა ქეით ჰობსმა რესპუბლიკელი კარი ლეიკი არიზონას გუბერნატორის არჩევნებში დაამარცხა. 

ლეიკი ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია, რომელიც ავრცელებდა შეთქმულებას, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რეალურად დონალდ ტრამპმა მოიგო.

გამარჯვების შემდგომ გამოსვლაში ჰობსმა აღნიშნა, რომ ასეთი პოლარიზაციის პირობებშიც, ის შტატში ყველასთვის იმუშავებს.

მისმა ოპონენტმა კარი ლეიკმა კი განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები არასწორია და ზოგიერთი ხმა არ არის დათვლილი.

ამერიკის კონგრესის შუალედური არჩევნები დასრულდა და ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, დემოკრატებმა უმრავლესობა შეინარჩუნებს. ქვედა, წარმომადგენლობით პალატაში კი უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 მანდატია საჭირო, ამჟამად რესპუბლიკელებს 217 მანდატი აქვთ, დემოკრატებს - 207. ჯერ ისევ უცნობია 11 ოლქის საბოლოო შედეგი.

ლეიკის დამარცხებას გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი დონალტ ტრამპი. მან თავის დაარსებულ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა: "მათ ახლახან წაართვეს არჩევნები კარი ლეიკს. იქ რაღაც ცუდი ხდება".

მსგავსი სიახლეები