აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს არ გადასცემს - Politico

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს დიდი ბრიტანეთის მსგავსად, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდოს. ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ ამ პრობლემას მოგვარებულად მიიჩნევს, რადგან ბრიტანეთი ასეთი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას გეგმავს.

ლონდონი აპირებს კიევს 300 კმ-ზე მოქმედი რაკეტები გაუგზავნოს.

ეს იგივე დიაპაზონია, რომელიც ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ს აქვს, რომლის გადაცემაზეც ვაშინგტონი დიდი ხანია თავს იკავებს.

Politico ციტირებს ამერიკელი ოფიციალური პირის სიტყვებს: "ჩვენი პოლიტიკა ATACMS-ებზე არ შეცვლილა." მისი თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის Patriot-ის კომპლექსების, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებას.

18 თებერვალს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი იქნება პირველი სახელმწიფო, რომელიც უკრაინას შორი მოქმედების შეიარაღებას მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები