აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი ფინანსური პირამიდის ორგანიზატორი ციხეში გარდაიცვალა

ბერნარდ მედოფი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი ფინანსური პირამიდის ორგანიზებისთვის 150-წლიან სასჯელს იხდიდა ციხეში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს

მედოფის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბევრი წლის განმავლობაში თირკმლების დაავადება აწუხებდა. 

ბერნარდ მედოფის მიერ დაარსებული ფინანსური პირამიდა 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა 37 000 ადამიანი მსოფლიოს 136 ქვეყნიდან. დაზარალებულებმა ჯამურად 65 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. 

50 წლის განმავლობაში ბერნი მედოფი ცნობილი იყო როგორც Wall Street-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მენეჯერი, რომელმაც თავისი კომპანია 22 წლის ასაკში დაარსა და 1990 წელს Nasdaq-ის ბირჟის ხელმძღვანელი გახდა. 2008 წლის დაწყებული ფინანსური კრიზისის დროს გაირკვა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბერნი მედოფს არ დაუდია არცერთი გარიგება თავისი კლიენტებისთვის. აღმოჩნდა, რომ მედოფს წლების განმავლობაში  კლიენტების მიერ გადმორიცხული თანხები სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე გადაქონდა და ახალ კლიენტებთან ფინანსურ ვალდებულებებს წინა კლიენტებისგან მიღებული ფულით ფარავდა. 

ამგვარად, ბერნი მედოფმა ფინანსური პირადის კლასიკური სქემა ჩამოაყალიბა, ყალბი აღმოჩნდა მის მიერ ასაინვესტიციო მომგებიანობის შესახებ გამოშვებული ფინანსური ანგარიშებიც. 

სასამართლოზე მედოფმა ბრალი აღიარა და მისი თაღლითური სქემის მსხვერპლებს ბოდიში მოუხადა. 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მედოფის უმცროს ძმას, რომელიც ფონდში კორპორატიული დირექტორის პოსტს იკავებდა. 

2010 წლის მიწურულს ბერნი მედოფის ერთ-ერთმა ვაჟმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ამას წინ უძღოდა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება. მედოფის შვილს ნიუ-ორკსა და კონექტიკუტში 66 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების უკანონოდ შეძენას ედავებოდნენ. 2009 წელს თავისი სახლის აუზში გარდაცვლილი ნახეს მედოფიც დიდი ხნის მეგობარი და ადვოკატი, ჯონი პიკოვერი. გამოძიება თავდაპირველად სუიციდის ვერსიას ემხრობოდა, თუმცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით გამოვლინდა, რომ პიკოვერს აუზში ცურვის დროს გულის შეტევა განუვითარდა. 

მედოფის მიერ ორგანიზებული თაღლითური სქემის მსხვერპლებს შორის იყვნენ მსხვილი და საშუალო ბანკები, ფინანსური, სადაზღვევო და საინვესტიციო ფონდები და კომპანიები, ამერიკაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედი საქველმოქმედო ფონდები. 

ბერნი მედოფი სასჯელს სამხრეთ კაროლინაში იხდიდა. 

 

მსგავსი სიახლეები