აშშ-ის კონგრესი ორბანთან დაკავშირებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენების ჯგუფი ვიქტორ ორბანის მთავრობასთან ასოცირებული წამყვანი უნგრელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.

ამის შესახებ The Guardian წერს.

სანქციები ყოფილ ჩინოვნიკებსა და ორბანის მხარდამჭერებს დაუწესდებათ, რომლებიც ძირითადად მის პარტია Fidesz-თან ასოცირდებიან. მათი კონკრეტული სია არ გავრცელებულა.

კანონპროექტი გასული წლიდან მზადდება და მოსალოდნელია, რომ მაისში წარედგინება კონგრესს. სავარაუდოდ, უნგრელი პოლიტიკოსების დასანქცირებას ორპარტიული მხარდაჭერა ექნება.

მედია უნგრელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ ამ კვირის დასაწყისში წერდა. ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ბუდაპეშტში მდებარე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს და მის ერთ-ერთ მენეჯერს, უნგრელ იმრე ლაზლოჩკას.

აშშ-ის ელჩმა ბუდაპეშტში, დევიდ პრესმანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონი უნგრეთს მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს და შეშფოთებულია ბუდაპეშტის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის სურვილით.

მსგავსი სიახლეები