აშშ კოლუმბიური FARC-ის ტერორისტების სიიდან ამოღებას აპირებს

 

აშშ მარქსისტული დაჯგუფება, კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას ნოემბრის ბოლომდე აპირებს, განუცხადა ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინა კოლუმბიის ხელისუფლებას.

FARC-ის წევრებს ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში კოლუმბიაში აფეთქებების მოწყობას, გატაცებას, მკვლელობას და პოლიტიკურ ძალადობას მიაწერენ - რაც დაჯგუფების განცხადებით, „ქონების ღარიბებზე გადანაწილებას“ ემსახურებოდა.

2016 წელს FARC-მა კოლუმბიის მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. 2018 წელს მარქსისტული ორგანიზაციის წევრებმა გაეროს ეგიდით მოქმედ კომისიას შეიარაღება ჩააბარებს.

დღეს FARC-ი პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა და კოლუმბიის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს.

დაჯგუფების წევრების ტერორისტების სიაში ყოფნა ამერიკულ სამთავრობო უწყებებს მარქსისტული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკების წარმოების უფლებას არ აძლევდა.

 


2016 წლის შეთანხმების მიუხედავად, კოლუმბიის რამდენიმე პროვინციაში ძალადობა კვლავ გრძელდება.

ინდეპასის მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშით, კოლუმბიის ტერიტორიაზე დღეს 90 გასამხედროებული დაჯგუფებაა, რომლებიც 10 000 წევრს აერთიანებენ. მათ შორისაა 5 000 FARC-ელი, ვინც მთავრობასთან დაზავებას არ დათანხმდა და ჯგუფს გამოეყო.

მსგავსი სიახლეები