აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ბოლო 5 წელში ყველაზე მასშტაბური წვრთნები წამოიწყეს

აშშ-მ და სამხრეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყეს.

მასშტაბური სწავლება, რომელიც ათი ათასობით სამხედროს და ასეულობით ერთეულ ტექნიკას მოიცავს, ფხენიანიდან მზარდი საფრთხის ფონზე ჩატარდება.

წელს ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გაახშირა.

გასულ კვირაში ფხენიანმა დასავლეთ ნაპირიდან ზღვაში ორი რაკეტა გაისროლა.

მაისში სეულში აშშ-ს პრეზიდენტი ჩავიდა, რომელმაც სამხრეთ კორეის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან თავდაცვის სფეროში გაძლიერებულ თანამშრომლობა დასახა მიზნად.

მსგავსი სიახლეები