სამხრეთ კორეა: ფხენიანის პროვოკაციას ‘მკაცრ და მყისიერ’ პასუხს გავცემთ
სამხრეთ კორეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა შეიარაღებული ძალების მეთაურებთან პირველი შეხვედრა გამართა.
ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ სამხედრო პროვოკაციას „მკაცრი და მყისიერი“ პასუხი უნდა გავცეთ, - უთხრა იუნ სოკ იოლმა სამხედრო მაღალჩინოსნებს.
წელს ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა მნიშვნელოვნად გაზარდა.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ წელს მეშვიდე ბირთვული რაკეტის გამოცდა შეიძლება მოაწყოს, რაც ბოლო ხუთ წელიწადში პირველი იქნება.
გასულ კვირაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ნატოს მადრიდის სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო.
სამიტის ფარგლებში სეულმა, ტოკიომ და ვაშინგტონმა „გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის შეკავებას ისახავს მიზნად.