ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-მ რუსეთი პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ გააფრთხილა.
ამის შესახებ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ისაუბრა.
"რუსებს შევატყობინეთ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი კიევში ჩავიდოდა. ეს მის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ვქენით," - განაცხადა სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა საიდუმლოდ დატოვა, თუ რა პასუხი მიიღეს ამერიკელებმა რუსებისგან.
"კომუნიკაციის სპეციფიკური ხასიათის გამო, დეტალურად არ განვმარტავ, როგორ გვიპასუხეს ან რა სახის იყო ჩვენი გზავნილი," - თქვა მან.
პრეზიდენტ ბაიდენის კიევში ვიზიტი მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაიგეგმა.
თეთრი სახლი კვლავაც არ განმარტავს, როგორ ჩაივიდა ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქში.
"არ ვასაჯაროებთ ტრანსპორტირებისა და სხვა ლოგისტიკურ დეტალებს მგზავრობის დასრულებამდე," - თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.