აშშ-მ შესაძლოა უნგრეთის "გავლენიან პირებს" სანქციები დაუწესოს - მედია

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა მალე გამოაცხადოს სანქციები უნგრეთის "გავლენიანი მოქალაქეების" წინააღმდეგ. აშშ-სა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის შესახებ 444.hu წერს.

სანქციები შესაძლოა 12 აპრილს გამოცხადდეს, რადგან ამ დღეს უნგრეთში აშშ-ის ელჩის, დევიდ პრესმანის პრესკონფერენცია იგეგმება. საელჩოში არ აცხადებენ, რაზე ისაუბრებს დიპლომატი.

444.hu-ს წყაროების თანახმად, შეიძლება 2014 წლის შემთხვევა განმეორდეს, როდესაც აშშ-მა უნგრეთის რვა ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გამოცემის ცნობით, ბოლო თვეებში შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური კონფლიქტები გაგრძელდა, რაც, პირველ რიგში, ამერიკის ელჩზე თავდასხმებს უკავშირდება.

მაგალითად, თებერვლის დასაწყისში პრესმანმა მკვეთრად გააკრიტიკა უნგრეთის მთავრობა, რომელიც საუბრობს მშვიდობის ხელშეწყობაზე, მაგრამ აგრძელებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მხარდაჭერილი შეხედულებების გამოხატვას.

ელჩმა ორბანის ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა, რომელიც საჯაროდ უჭერდა მხარს დონალდ ტრამპს Twitter-ზე.

ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, პრესმანმა პორტალ Nepszava-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პოზიცია ასახავს ამერიკის მთავრობის პოზიციას და მის წინააღმდეგ უნგრულ მედიაში დაწყებული კამპანია, მთავრობის მიერ არის მართული.

მსგავსი სიახლეები