აშშ-მ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეზღუდა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეზღუდა - ქვეყანას აღარ მიეწოდება ცნობები რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე სამიზნეების შესახებ. 

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Sky წერს. 

იმის შესახებ, რომ ამერიკამ უკრაინისთვის სადაზვერვო ცნობების გაზიარება შეზღუდა ცოტა ხნით ადრე დაწერა Financial Times-მა. გამოცემის ცნობით, ამერიკელები აღნიშნულ ცნობებს კვლავ უზიარებენ ბრიტანელებს, რომლებიც თავის მხრივ უკრაინულ მხარეს აწვდიან. 

მოგვიანებით, სადაზვერვო დახმარების შეჩერება დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურლმა სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა. CIA-ის დირექტორმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინასთან თანამშრომლობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

Sky-ის წყაროები თანამშრომლობის შეჩერებას შერჩევითს უწოდებენ - "სამწუხაროდ ცნობები თანამშრომლობის შეჩერების შესაცებ ცნობები მართალია, თუმცა ჩვენ კვლავ ვიღებთ ინფორმაციას სელექტიურად."

ამავე წყაროს ცნობით, უკრაინა კვლავ იღებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო არმიის სამიზნეების შესახებ. 

ამასთანავე, Bloomberg-ის წყარო კიევში ამბობს, რომ უკრაინულმა დაზვერვამ ამერიკელებთან სადაზვერვო თანამშრომლობის შესახებ არაფერი იცის. 

კონტექსტი 

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ თეთრ სახლში მომხდარი სკანდალის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა. 

The Economist საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვაშინგტონი კვლავ აწვდიდა კიევს სადაზვერვო ინფორმაციას. 

Financial Times-ის უკრაინული წყაროების ცნობით, ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერების ეფექტი 2-3 თვის შემდეგ გამოჩნდა. დასავლური მედიების წყაროების უმეტესობის ცნობით, კიევი შეძლებს ამერიკული დახმარების გარეშე შეინარჩუნოს ბრძოლის არსებული ტემპი კიდევ 6 თვის განმავლობაში. 

კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევრის, მაიკლ კოფმანის შეფასებით, ამერიკული დახმარების შეჩერებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე მყისიერი ეფექტი არ ექნება და ეს პირველ რიგში შორეული და მაღალი სიზუსტის დარტყმების განხორციელების პოტენციალზე აისახება. 

 

 

მსგავსი სიახლეები