აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, $275 მილიონის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი, 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემა გამოაცხადა.
ეს არის დახმარების მეხუთე პაკეტი მას შემდეგ, რაც უკრაინისა და სხვა მოკავშირეების დაფინანსების კანონპროექტი მიიღო კონგრესმა და ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის;
- 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
- 60 მმ-იანი ნაღმტყორცნების ჭურვები;
- TOW-ს მძიმე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები;
- Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
- საავიაციო საბრძოლო მასალა;
- მცირე ზომის იარაღის დამატებითი საბრძოლო მასალა და ყუმბარები;
- ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები;
- საევაკუაციო ტაქტიკური მანქანები;
- ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული დაცვის აღჭურვილობა;
- სათადარიგო ნაწილები და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.
გარდა ამისა, ვაშინგტონმა 6 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიასთან გრძელვადიანი კონტრაქტების ხარჯებისთვის დაიხარჯება.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა კიევს თითქმის $51 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწია.