აშშ-ს დაზვერვა: პუტინის მიზნები იგივეა, მას უკრაინის დიდი ნაწილის დაკავება სურს
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ევრილ ჰეინსმა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წინაშე უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენებით წარდგა.
ავრილ ჰაინსის თქმით, ვლადიმირ პუტინის მიზნებია არ შეცვლილა და მას კვლავ უკრაინის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის დაკავება სურს. ამავდროულად ჰაინსის თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პუტინმა თავის მიზნებს მიაღწიოს.
"ჩვენ ვხედავთ აშკარა შეუსაბამობას პუტინის მოკლევადიან მიზნებს და მის განკარგულებაში არსებული სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით. რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები პუტინის ამბიციებთან შეუსაბამობაშია",- განაცხადა ავრილ ჰაინსმა.
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოა, რომ აქტიური საომარი მოქმედებები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.
ავრილ ჰაინსი ამბობს, რომ აშშ-ს დაზვერვა მოვლენათა განვითარების 3 ძირითად სცენარს განიხილავს. მათ შორის ყველაზე სავარაუდოა, რომ ფრონტი ნელი ომის მიმართულებით ვითარდება, რომელშიც რუსებს ჰქონდათ მცირედი წინსვლა, თუმცა მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე.
შედარებით ნაკლებად სავარაუდოა აშშ-ს დაზვერვისთვის რუსეთის მხრიდან ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი გარღვევა, ან ფრონტების სტაბილიზაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის ფონზე.