ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა

ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, რაც 2000 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრ მატებას წარმოადგენს.

ამერიკის მთავარმა საბანკო მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკა მზარდი ინფლაციის შესაჩერებლად გაამკაცრა, რომელიც 40 წლიან მაქსიმუმზეა.

მარტში Fed-მა მთავარი საპროცენტო განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

ფედერალური რეზერვი მის ბალანსზე არსებული ობლიგაციების შემცირებასაც აპირებს, რომელიც 9 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

მსოფლიოში საქონლის მიწოდების ქსელის შეფერხება, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა და ფისკალური სტიმულით ეკონომიკის „გადახურება“ - ეკონომისტები აშშ-ში ინფლაციის უჩვეულოდ მაღალ მაჩვენებელს სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან.

აშშ-ში მარტში წლიურმა ინფლაციამ 8.5 პროცენტი შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები